Saturday, September 19, 2015

მესამე მოდულის რეფლექსია

ეს მოდული დამეხმარა, დავფიქრებულიყავი, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ინტერნეტს სწავლის პროცესზე.კერძოთ,განვიხილეთ მოსწავლეებთან, თუ როგორ შეიძლება განვსაზღვროთ, რამდენად გამოსადეგი, ფაქტობრივი და სანდოა ამა თუ იმ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია. შეგიძლიათ მოსწავლეებთან ერთად შექმნათ რუბრიკა ან კრიტერიუმების ჩამონათვალი, ან გამოიყენოთ შეფასების ფორმა რესურსების ჩანართის ჯგუფში, ვებგვერდის შეფასებაში შემოთავაზებული მაგალითებიდან. ვებგვერდების სანდოობის შეფასება აუცილებელი უნარ-ჩვევაა, რომელიც მოსწავლეებს ბეჭდური და ვიზუალური მედიის შეფასებისთვისაც გამოადგებათ.შეისწავლეს და განიხილეს საავტორო უფლებების კანონმდებლობა და სამართლიანი გამოყენების წესები განათლების სისტემაში.

2 comments:

  1. ყოველი ახალი მოდულის განხილვა მასწავლებელს ეხმარება უფრო ეფექტური საგაკვეთილო პროცესების დაგეგმაში, ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით სტანდარტთან შესაბამისი უნარ-ჩვევების განვითარებაში. წარმატებებს გისურვებ პედაგოგიურ საქმიანობაში.

    ReplyDelete
  2. წარმატებებს გისურვებ ნინო, იმედია შემდეგი მოდულები კიდევ უფრო საინტერესო იქნება.

    ReplyDelete